ასაწყობი კონსტრუქციები, პნევმატური სპორტული დარბაზები

ასაწყობი კონსტრუქციები და პნევმატური სპორტული დარბაზები

ამ ტიპის სპორტული ნაგებობების ასაწყობად გამოყენებულია ალუმინის, ფოლადის და ხის კონსტრუქციები (დატვირთვის მიხედვით). დარბაზის კედლები და სახურავი მზადდება სხვადასხვა სისქისა და წონის ერთმაგი ან ორმაგი პოლივინილოქლორიდის მემბრანისაგან (ფირი). შესაძლებელია მემბრანის ფერის შერჩევა.

ასეთი დარბაზების გასათბობად გამოიყენება ჰაერი, რომელიც მიიღება სტაციონარული ან გადასაადგილებელი გათბობის დანადგარებიდან.

სხვა სტანდარტული ტიპის სპორტული დარბაზების ღირებულებასთან შედარებით, ასაწყობი დარბაზების ღირებულება 2÷2,5-ჯერ იაფია, ხოლო მშენებლობის ვადა 3 ან 4-ჯერ ნაკლები.

პნევმატური ტიპის (გასაბერი) დარბაზები მოსახერხებელია ექსპლუატაციისას. შედარებით დაბალი ფასი და სწრაფი აგება, მონტაჟისა და დემონტაჟის სიმარტივე, გამოყენების მრავალფეროვნება პოპულარულს ხდის პნევმატური ტიპის დარბაზებს.