ნატურალური ხის სპორტული იატაკები

ნატურალური ხის სპორტული იატაკები

მასიური ხის სპორტული იატაკები მზადდება წიფლის, ნეკერჩხლის და კოპიტის ხისგან, ფიცრის სისქე შეადგენს 22მმ-ს.

სპორტული იატაკის სისტემები შედგება ამორტიზატორებისგან ან რბილი ქვესაგებისგან, ძელაკებისგან, სამაგრი დეტალებისა და ფიცრებისგან.

5 სხვადასხვა სისტემის სიმაღლე შესაბამისად 27, 32, 50, 62 და 110 მმ-ია. იატაკი დაფარულია ცვეთაგამძლე ლაქით და იღებება სურვილისამებრ. ხის სპორტული იატაკი იდეალურია კალათბურთის თამაშისათვის, გააჩნია FIBA-ს სერთიფიკატი. საუკეთესოა ფიტნესისათვის, სქვოშის და ხელბურთის სათამაშოდ.

სტანდარტების შესაბამისი ბურთის ასხლეტა იატაკის ზედაპირიდან, ვერტიკალური დეფორმაცია, ხმაურის შთანთქმის მაჩვენებელი, ექსპლოატაციის ხანგრძლოვობა და სხვა ტექნიკური მაჩვენებლები უნიკალურს ხდის მასიური ხის სპორტულ სისტემებს.