მინი გოლფისა და სქეიტბორდის დანადგარები, პადელი

მინი გოლფისა და სქეიტბორდის დანადგარები, პადელი

მინი-გოლფის დანადგარები

მინი-გოლფი (ბილიკები) არა მარტო გასართობი თამაშია, არამედ პროფესიონალური სპორტის დისციპლინაც.

მინი-გოლფში ტარდება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. მისაღები ზომების გამო, მინი-გოლფის დანადგარები დღეისათვის სასტუმროების, დასასვენებელი და სარეკრიაციო ზონების და ტურისტული ინფრასტრუქტურის  შემადგენელი ნაწილია.

მინი-გოლფი ყველა ასაკის ადამიანებისათვის მისაწვდომი თამაშია.

მინი-გოლფის ,,ბილიკები“ მზადდება სხვადასხვა ტიპის მასალისგან, ლითონი, პოლიმერული ბეტონი, ხე და ა. შ. მინი-გოლფის ოთხი სახეობა MINIATURE GOLF-ი, HOBBY GOLF-ი, GREEN GOLF-ი და MINIGREEN GOLF-ი განსხვავდება ზომებით და სტანდარტულ 18 ბილიკს ესაჭიროება 500-დან 1200 კვ. მ-მდე.

მინი-გოლფის ყვანჭები და ბურთები განსხვავდება კლასიკური გოლფისგან.

სკეიტბორდის დანადგარები

სკეიტბორდის დანადგარები ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში. დანადგარები მზადდება უჟანგავი ფოლადისგან, ჩარჩოში ჩასმულია პოლიმერული ბეტონის ფილები. შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტს. ხანგრძლივია ექსპლუატაციის დროს და მარტივია მოსავლელად. აქვს მრავალფეროვანი კონფიგურაცია.

პადელი

პადელი სპორტული თამაშია, რომელიც ძალიან წააგავს ჩოგბურთს. მოედნის ღობე გადის პადელის კორტის კონტურზე და მოთამაშე ურტყამს კედლიდან ასხლეტილ ბურთს. საფარი ხელოვნური ბალახისაა.