ღობე და ბადეები
სპორტული მოედნების შემოსაღობად ყველაზე ხშირად გამოიყენება PVC-ით (პოლივინილოქლორიდით) დაფარული მავთულბადის ღობეები, უჯრედის სხვადასხვა ზომით. ასეთი ღობე უფრო ხშირად ჩოგბურთისა და მრავალფუნქციური მოედნების შემოსაღობად გამოიყენება.
ასეთი ღობე მზის სხივებისადმი და ტენიანობისადმი მდგრადია, არ საჭიროებს შეღებვას და ხანგრძლივია ექსპლუატაციაში. იწარმოება მწვანე და ლურჯი ფერის.
პოლიეთილენის და პოლიპროპილენის ბადეები ფართოდ არის გამოყენებული ფეხბურთის, რაგბის და სხვა სპორტული მოედნების შემოღობვისათვის, უჯრედის ზომა იწყება 10x10 მმ და შესაძლებელია იყოს 13x13სმ-ზე (ფეხბურთი).
ამავე მასალისგან მზადდება ფეხბურთის, ხელბურთის კარების, ჩოგბურთის და ფრენბურთის, კალათბურთის ბადეები. პოლიეთილენის ბადეები გამოიყენება როგორც დამცავი ფარდები.
ბადეების გამოყენების სფერო ფართოა. მაგ: მშენებლობა, სოფლის მეურნეობაში: ფერმები, ვენახები და ა. შ.
|