თიხნარის (გრუნტის) საფარი

თიხნარის (გრუნტის) საფარი

 

გრუნტის საფარი მზადდება კერამიკული წარმოების ნარჩენებისაგან. ზოგიერთ შემთხვევაში მოედნის ზედა ფენის გასამკვრივებლად უმატებენ თიხას.

ასეთი საფარი შედგება დრენაჟისაგან, ქვედა, შუა და ზედა ფენებისაგან.

გრუნტის კორტი ძალიან კარგია სათამაშოდ, თუმცა რთულია ექსპლუატაციაში. საჭიროებს ყოველდღიურ მოვლას: მორწყვას (რამდენჯერმე დღეში), ქვიშის დამატებას, ყოველ გაზაფხულზე მიმდინარე შეკეთებას და ა.შ.